აგუერო „მანჩესტერ სიტიში“ დარჩება
აგუერო „მანჩესტერ სიტიში“ დარჩება

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი სერხიო აგუერო, დიდი ალბათობით, არ დატოვებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავის ამჟამინდელ კლუბს.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, არგენტინელი ფეხბურთელი არ აწარმოებდა მოლაპარაკებებს „ნაპოლისთან“. გარდა ამისა, 31 წლის აგუეროს დაუკავშირდნენ „რეალისა“ და „ინტერის“ წარმომადგენლები, მაგრამ „მანჩესტერ სიტი“ არ აპირებს თავისი ფორვარდის გაყიდვას.

ამ სეზონში აგუერომ 22 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი „სიტისთან“ 2021 წლის ზაფხულში იწურება.

დატოვე კომენტარი