აღმოსავლეთის ჩემპიონმა პლეი ოფი მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
აღმოსავლეთის ჩემპიონმა პლეი ოფი მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

აღმოსავლეთი კონფერენციის ჩემპიონმა „ფილადელფიამ“ რთულ ბრძოლაში მოუგო სერიის პირველი მატჩი „ვაშინგტონს“ – 125:118. პირველი სამი მეოთხედი გუნდები თანაბრად იბრძოდნენ – 13-ჯერ დაფიქირდა საყაიმო ანგარიში და 10-ჯერ შეიცვალა ლიდერი. თუმცა, მესამე მეოთხედის ბოლოს (11:2 გაქცევის შემდეგ) მოპოვებული უპირატესობა „სიქსერზმა“ ხელიდან აღარ გაუშვა და მთელი მეოთხე მეოთხედი წინ იყო.

აღსანიშნავია, რომ „ვაშინგტონმა“ ერთი მოხსნით მეტი გააკეთა, თამაშიდან უკეთ ისროლა (55.7-49.5%), სამქულიანები (40,0-31.3%) და საჯარომოები (80.0-69.7%) უკეთ შეასრულა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო თამაშის მოგებამდე მიყვანა.

 

ფილადელფია-ვაშინგტონი 125:118 (27:28, 34:34, 38:31, 26:25)

: ჰარისი (37), ემბიდი (30), სეტ კარი (15), გრინი (11), სიმონსი (6+15 მოხსნა+15 პასი) – სასტარტო; ჰილი (11), ჰოვარდი (7), მილტონი (5), მაქსი (3), ტაიბული (0), ქორქმაზი (0).

: ბილი (33+10 მოხსნა+6 პასი), უესტბრუკი (16+14 პასი), ჰაჩიმურა (12), ლენი (12), ნეტო (7) – სასტარტო; ბერტანსი (14), გეფორდი (12), სმიტი (6), რ. ლოპესი (6).

სერია: 1-0