აღმოსავლეთ კონფერენციაში „მილუოკი“ გალიდერდა (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი ორი შეხვედრა გაიმართა. „მილუოკიმ“ საკუთარ არენაზე „პორტლენდს“ უმასპინძლა და მეტოქეს დამაჯერებლად, 137-129 სძლია.

„ბაქსის“ რიგებში სეზონის პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა (24 ქულა, 19 მოხსნა და 15 პასი) და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულა იანის ანტეტოკუნმპომ. ერიკ ბლედსოუმ შეხვედრა 30 ქულით დაასრულა. პორტლენდელთა რიგებში 37 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა სი ჯეი მაკკალუმმა. შეხვედრაშ მონაწილეობა არ მიუღია დემიენ ლილარდს. „ბლეიზერსის“ რიგებში მეორე შეხვედრა ჩაატარა კარმელო ენტონი. მის ანგარიშზე 18 ქულაა. აღმოსავლეთ კონფერენციას 12 მოგებითა და 3 წაგებით სწორედ „მილუოკი“ ლიდერობს.