აღმასკომზე გადაწყდა - სფფ-ის ყრილობა 31 მაისს გაიმართება #1TVSPORT
აღმასკომზე გადაწყდა - სფფ-ის ყრილობა 31 მაისს გაიმართება #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

საკითხების სრული სია ასეთი გახლდათ – უნდა განეხილათ სფფ-ის ასოცირებულ წევრებად ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის, სამოყვარულო ფეხბურთის ფედერაციისა და „საბურთალოს“ მიღებაზე მათი განცხადები. გარდა ამისა, განიხილეს „თელავის“ და 7X7 ფეხბურთის ასოციაციის განაცხადები და სფფ-ის XXXI ყრილობის საპროცედურო რეგლამენტი დაამტკიცეს. ასევე იმსჯელეს სფფ-ის წესდებაში ცვლილებების შესახებ.

სფფ-ის ყრილობა 31 მაისს 11 საათზე სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე აღმასკომის წევრებმა აღნიშნული ყრილობის საპროცედურო რეგლამენტი და დღის წესრიგი დაამტკიცეს.

„ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან ერთად კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს კოვიდ 19-ის პანდემიის ზეგავლენა ქართულ ფეხბურთზე. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ტურნირი წარმატებით დასრულდა. ამასთან, შეუფერხებლად მიმდინარეობს 2021 წლის საფეხბურთო სეზონი“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.