აღმართის დაძლევის ჩემპიონატი
აღმართის დაძლევის ჩემპიონატი

თბილისის ერთიანი საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, 11 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან სამადლო-კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართის დაძლევის ჩემპიონატი 2020-ის მესამე ფინალური და თბილისის თასი 2020-ის მეორე ფინალური ეტაპები გაიმართება.

შეჯიბრების ფარგლებში გაიმართება ორი ვარჯიში, ერთი საკვალიფიკაციო გარბენი და ორი ფინალური რბოლა. გამარჯვებული რბოლების შედეგების მიხედვით გამოვლინდება. მსგავსი პრინციპის შეჯიბრებისას ავტომრბოლელბის მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად და უშეცდომოდ დაფარონ განსაზღვრული მონაკვეთი.

ჩემპიონატი სულ 3 ეტაპისგან შედგება და მასში საერთო ჯამში 25-ზე მეტი პროფესიონალი ავტომრბოლელი იღებს მონაწილეობას. მონაწილეების და ორგანიზატორების მთავარი მიზანია, ქუჩის რბოლებმა შეჯიბრებაში გადაინაცვლოს, რომელიც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით იმართება და ხელს უწყობს სპორტის განვითარებას.

ჩემპიონატი თბილისის მერიის, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.