აღიარება შვეიცარიამდე - ორი ქართველი ტურის სიმბოლურშია
აღიარება შვეიცარიამდე - ორი ქართველი ტურის სიმბოლურშია

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის დაწყებას ორი ქართველი მცველი მშვენიერი განწყობით ხვდება – დათა ხოჭოლავა და საბა კვირკველია ტურის სიმბოლურ ნაკრებებში დაასახელეს.

შახტარის ცენტრალური მცველი უკრაინის ჩემპიონატში ინსტატ ინდექსის (InStat Index) მონაცემებზე დაყრდნობით გამოარჩიეს. ხოჭოლავა 22-ე ტურის სიმბოლური ნაკრებში უკრაინის პრემიერლიგის ოფიციალურმა საიტმა დაასახელა. 25 წლის ქართველი უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურში ზედიზედ მესამედ მოხვდა. შახტარი ლუგანსკის ზორიას დაუპირისპირდა და დაამარცხა. ხოჭოლავას მონაცემი ინსტატ ინდექსის მიხედვით 302 ქულა იყო (საშუალო სეზონში 222), რაც ცენტრალურ მცველებში საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა, ხოლო მთლიანობაში ქართველმა ფეხბურთელმა მეხუთე ადგილზე დაიკავა.

საბა კვირკველია კი რუსული პრემიერლიგაში გამოარჩიეს: მე–20 ტურში მისმა გუნდმა, მოსკოვის ლოკომოტივმა კრასნოდარი 1:0 დაამარცხა. ქართველი მცველი გამოცემა სპორტმა (sports.ru) გამოარჩია, რომელმაც მიმდინარე სეზონში საბა 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მეოთხედ მოახვედრა.

ორივე მათგანი ამჟამად თბილისშია და საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ის შესარჩევის თამაშებისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლს თბილისში, 23 მარტს, შვეიცარიასთან მატჩით გახსნის, ხოლო 26-ში დუბლინში ირლანდიას დაუპირისპირდება.