აგენტი - კლოპს გერმანიის ნაკრებში მუშაობა სურს
აგენტი - კლოპს გერმანიის ნაკრებში მუშაობა სურს

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კოსიცკემ განაცხადა, რომ მერსისაიდელებს გერმანელ სპეციალისტთან კონტრაქტის გაგრძელება სურთ.

„კლოპი ნამდვილად არ დატოვებს კლუბს უახლოეს დროში. მან დაინახა „ლივერპულში“ პერსპექტივები და შეიგრძნო ამ გუნდის სიდიადე. იურგენი საჭირო დროს საჭირო ადგილას იმყოფება. კლოპის წყალობით, „ლივერპულის“ ღირებულება 900 მილიონი ფუნტიდან 2.8 მილიარდამდე გაიზარდა. თავად იურგენმა მითხრა, რომ სურს ერთხელ გერმანიის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში. მაგრამ ის ამგვარი ვარიანტის განხილვას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი დამრიგებელი იოახიმ ლიოვი მოისურვებს პოსტის დატოვებას“, – მოჰყავს კოსიცკეს სიტყვები გამოცემა „ველტს“ (Welt).

„ლივერპულმა“ გასულ სეზონზე მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგაში კი ერთი ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“.