აფრიკის თასზე ნახევარფინალური წყვილები დაკომპლექტდა

12:40, 12.07.2019

ეგვიპტეში მიმდინარე აფრიკის თასზე ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა. ბოლო ორი საგზური ალჟირმა და ტუნისმა მოიგეს.

ალჟირის ნაკრებმა მეოთხედფინალში 1:1 ითამაშა კოტ დ’ივუარის წინააღმდეგ, რის შემდეგაც 4:3 მოიგო პენალტების სერია. ტუნისმა 3:0 გაანადგურა მადაგასკარის ნაკრები.

ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

სენეგალი – ტუნისი

ალჟირი – ნიგერია

მატჩები 14 ივლისს გაიმართება.

მსგავსი