აფრიკის თასზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა
აფრიკის თასზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა

ეგვიპტეში მიმდინარე აფრიკის თასზე დასრულდა მერვედფინალური ეტაპი. მისი შედეგების მიხედვით, დაკომპლექტდა მეოთხედფინალური წყვილები:

10 ივლისი. სენეგალი – ბენინი

10 ივლისი. ნიგერია – სამხრეთ აფრიკა

11 ივლისი. მადაგასკარი – ტუნისი

11 ივლისი. კოტ დ’ივუარი – ალჟირი

ტურნირის ფინალი 19 ივლისს, ქაიროში გაიმართება. მოქმედი ჩემპიონი კამერუნი მერვედფინალიდან გამოეთიშა ბრძოლას – 2:3 წააგო ნიგერიასთან. მასპინძელი ეგვიპტე ამავე სტადიაზე დამარცხდა სამხრეთ აფრიკასთან – 0:1.