აფრიკის თასი ერთი წლით გადაიდო
აფრიკის თასი ერთი წლით გადაიდო

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება – ერთი წლით გადაიტანოს 2021 წელს დაგეგმილი აფრიკის თასის გათამაშება.

ტურნირი მომავალი წლის 9 იანვარს უნდა დაწყებულიყო კამერუნში, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის შედეგების გამო, 2022 წლის იანვრისთვის გადაიტანეს.

ჯერჯერობით უცნობია, გადაწევენ თუ არა 2023 წლის გათამაშებას, რომელიც კოტ დ’ივუარში უნდა გაიმართოს.

აფრიკის თასის მოქმედი ჩემპიონი ალჟირის ნაკრებია, რომელმაც 2019 წელს, ფინალში სენეგალის ეროვნული გუნდი 1:0 დაამარცხა.