აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე პრეტენდენტები ცნობილია
აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე პრეტენდენტები ცნობილია

გამოცხადდა კანდიდატები აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე. ჯილდოს ყოველწლიურად BBC გადასცემს.

ხმის მიცემა 2 დეკემბრამდე გაიმართება, გამარჯვებულს კი 14 დეკემბერს გამოავლენენ. ნომინანტები არიან:

სადიო მანე (ლივერპული)
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
კალიდუ კულიბალი (ნაპოლი)
მეჰდი ბენატია (იუვენტუსი)
ტომას პარტეი (ატლეტიკო)

BBC აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელს 1992 წლიდან ირჩევს. პირველი გამარჯვებული აბედი პელე იყო. შარშან, პრიზის მფლობელი მოჰამედ სალაჰი გახდა.