აფრიკის ერთა თასს გაუქმება ემუქრება #1TVSPORT
აფრიკის ერთა თასს გაუქმება ემუქრება #1TVSPORT

აფრიკის ერთა თასის გათამაშება, რომელიც 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე კამერუნში უნდა გაიმართოს, შესაძლოა, გაუქმდეს კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გამო, – იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა Football Italia.

ეს ტურნირი ერთხელ უკვე გადაიდო – ის 2021 წლის დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ დაწყების ვადა ერთი წლით გადაიწია კორონავირუსის პანდემიის მიზეზით.

ერთა თასის გათამაშების გაუქმებას აფრიკის საფეხბურთო კონფედერაცია განიხილავს, რადგან შეშფოთებულია მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო.