აფრიკის ერთა თასი არ გაუქმდება #1TVSPORT
აფრიკის ერთა თასი არ გაუქმდება #1TVSPORT

აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციამ გამოაცხადა, რომ მზად არის ჩაატაროს აფრიკის ერთა თასი მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს გავრცელდა ჭორები ტურნირის სავარაუდო გაუქმების შესახებ.

ამგვარი განცხადება გააკეთა კონფედერაციის პრეზიდენტმა პატრის მოტსეპემ, რომელიც მანამდე ტურნირის მასპინძლის კამერუნის პრეზიდენტს პოლ ბიიას შეხვდა.

აფრიკის ერთა თასის ჩატარებაზე ეჭვი ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და სხვა საორგანიზაციო სირთულეების გამო წარმოიშვა.

„7 იანვარს კამერუნში ჩავალ ფეხბურთის სანახავად. დავესწრები გახსნის მატჩს კამერუნსა და ბურკინა ფასოს შორის. და შემდეგ ფინალის სტუმარიც ვიქნები, რათა გამარჯვებულს თასი გადავცე“, – განაცხადა მოტსეპემ.

აფრიკის ერთა თასი 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე კამერუნში გაიმართება. ტურნირი შარშან უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო.