აფრიკის დროა - შაკირამ მაროკოს ნაკრებს მუნდიალის ნახევარფინალში გასვლა მიულოცა #1TVSPORT
აფრიკის დროა - შაკირამ მაროკოს ნაკრებს მუნდიალის ნახევარფინალში გასვლა მიულოცა #1TVSPORT

ჟერარ პიკეს ყოფილმა მეუღლემ, კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ მაროკოს ეროვნულ გუნდს კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა მიულოცა.

„აფრიკის დროა!“ – დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ შაკირამ შეასრულა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი სამხრეთ აფრიკაში This time for Africa! („ამჯერად აფრიკისთვის!“), რომელიც შემდეგ მუნდიალებისთვის დაწერილი ერთ-ერთი პოპულარული ჰიტი გახდა.

შეგახსენებთ, მაროკოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა. შეხვედრა მაროკოელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 42-ე წუთზე თავდამსხმელმა იუსუფ ენ-ნესირიმ გაიტანა. მაროკოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად გააღწია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში და პირველია აფრიკელებიდან, ვინც ეს მოახერხა.

მაროკოელები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშებენ, რომელმაც ინგლისი 2:1 დაამარცხა.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ხორვატიისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.