აფრიკაში წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს #1TVSPORT
აფრიკაში წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს #1TVSPORT

მაროკოს ქალაქ მარაკეშში გაიმართა 2024 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონია. ლაურეატებს პრიზები გადაეცემოდათ იანვრიდან ნოემბრამდე ნაჩვენები შედეგების მიხედვით.

აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „ატალანტას“ ნიგერიელი ფორვარდი ადემოლა ლუკმანი.

შესაბამის ნომინაციაში მისი კონკურენტები იყვნენ: სიმონ ადინგრა (კოტ დ’ივუარი, ბრაიტონი), სერუ გირასი (გვინეა, დორტმუნდი), აშრაფ ჰაკიმი (მაროკო, არი სენ-ჟერმენი) და რონვენ უილიამსი (სამხრეთ აფრიკა, მამელოდი სანდაუნსი).

რონვენ უილიამსი წლის საუკეთესო მეკარე გახდა.

ასევე შეადგინეს სიმბოლური ნაკრები:

მეკარე – ანდრე ონანა (კამერუნი, მანჩესტერ იუნაიტედი);

მცველები – შანსელ მბემბა (კონგოს დრ, მარსელი), კალიდუ კულიბალი (სენეგალი, ალ-ჰილალი), აშრაფ ჰაკიმი (მაროკო, პარი სენ-ჟერმენი);

ნახევარმცველები – ივ ბისუმა (მალი, ტოტენჰემი), ფრანკ კესიე (კოტ დ’ივუარი, ალ-აჰლი), სოფიან ამრაბატი (მაროკო, ფენერბახჩე), მოჰამედ კუდუსი (განა, ვესტ ჰემი);

ფორვარდები – ადემოლა ლუკმანი (ნიგერია, ატალანტა), ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, გალათასარაი), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, ლივერპული).