აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში #1TVSPORT
აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში #1TVSPORT

28 – 31 მაისს, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგზრდულ საქმეთა სააგენტოსა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართება აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში. შეჯიბრის ფარგლებში ჩატარდება ტურნირი: ხმალში, რაპირა, დაშნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 10, 12 და 15 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურნირი გამონაკლისის გარეშე ღიაა და მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ეძლევა ყველა მოფარიკავეს, ნებისმიერი ქვეყნიდან თუ ქალაქიდან.

ტურნირის ჩატარების მიზანია: ფარიკაობის პოპულარიზაცია და შემდგომი განვითარება, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების დაინტერესება და ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში.ასევე მათი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.

საპრიზო ადგილზე გასული მოფარიკავეები ექსკლუზიური მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.

ტურნირის პროგრამა:

28 მაისი- დაშნა – პირადი. ბიჭები და გოგონები

10:00 შეჯიბრის დაწყება. 16:00 ფინალური შეხვედრები.

29 მაისი – ხმალი- პირადი. ბიჭები და გოგონები

10:00 შეჯიბრის დაწყება. 16:00 ფინალური შეხვედრები.

30 მაისი – რაპირა – პირადი ბიჭები და გოგონები 10:00 შეჯიბრის დაწყება. 16:00 ფინალური შეხვედრები.

31 მაისი – გუნდური შეჯიბრი სამივე სახეობაში . ბიჭები და გოგონები

10:00 შეჯიბრის დაწყება. 16:00 ფინალური შეხვედრები.