აფეთქების შედეგად, ვარდაკის პროვინციაში რვა ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
აფეთქების შედეგად, ვარდაკის პროვინციაში რვა ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას რვა ავღანელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „თალიბანის“ მებრძოლმა ავღანეთის არმიის კოლონაზე მიიტანა იერიში. ვარდაკის პროვინციაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, ასევე დაშავდა ცხრა ჯარისკაცი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ ოფიციალურად აიღო. რადიკალური სამხედრო დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ავღანეთის არმიის სპეცდანიშნულების რაზმის ათობით ჯარისკაცი მოკლეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ ასობით თალიბი ციხეებიდან არ გაათავისუფლა, რაც პატიმრების გაცვლის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, რის შემდეგაც ავღანეთის მთავრობას და „თალიბანს“ შორის ბოლო კვირების განმავლობაში დაპირისპირება გამწვავდა.

დოჰას შეთანხმების ფარგლებში, ავღანეთის ხელისუფლებამ ციხეებიდან 4 000-ზე მეტი თალიბი გაათავისუფლა. თავის მხრივ კი, „თალიბანმა“ ასობით სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა.

დატოვე კომენტარი