აფეთქების საფრთხის გამო Facebook-ის კალიფორნიის ოფისში ევაკუაცია გამოცხადდა
აფეთქების საფრთხის გამო Facebook-ის კალიფორნიის ოფისში ევაკუაცია გამოცხადდა

აფეთქების საფრთხის გამო Facebook-ის კალიფორნიის ოფისში ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. ინციდენტი ქალაქ მელნო-პარკში მოხდა. ამ დროისთვის, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. ისინი შენობაში ბომბს ეძებენ.

მედიის ცნობით, Facebook-ის შენობაში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში დარეკეს, რის შემდეგაც, ნიუ იორკელმა სამართალდამცველებმა მელნო-პარკელ კოლეგებს ამის შესახებ აცნობეს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია