აფეთქებები სირიის დედაქალაქში - სოციალურ ქსელებში ფოტო-ვიდეომასალა ვრცელდება
აფეთქებები სირიის დედაქალაქში - სოციალურ ქსელებში ფოტო-ვიდეომასალა ვრცელდება

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსის გენერალ ჯოზეფ დანფორდის განცხადებით, ერთ-ერთი სამიზნე კვლევითი ცენტრი იყო, სადაც ქიმიურ იარაღზე მუშაობა მიმდინარეობდა, ხოლო მეორე – ქიმიური იარაღის საცავი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღით სავარაუდო თავდასხმის საპასუხოდ, სირიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.

„აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს მივეცი ბრძანება, წერტილოვანი დარტყმები განახორციელონ სამიზნეებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სირიის დიქტატორ ბაშარ ასადის ქიმიურ იარაღთან“, – განაცხადა ტრამპმა.

სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპერაციაში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც ჩაერთნენ. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, სირიის დედაქალაქ დამასკოში აფეთქებები მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სოციალურ ქსელებში თვითმხილველები ფოტო-ვიდეომასალას ავრცელებენ.