ადვოკატის ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი დუმილის უფლებას იყენებს
ადვოკატის ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი დუმილის უფლებას იყენებს

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულ მორის მაჩალიკაშვილს ბრალი უკვე წარედგინა. მისი ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის ინფორმაციით, მას ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაჩალიკაშვილი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს.

მაჩალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ იმსჯელებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ორი პირი დღეს დააკავეს. შსს-ს მიერ დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილია.