ადვოკატი აცხადებს, რომ ვერცხლის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს

14:01, 22.02.2019

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ლაშა სიხარულიძის ადვოკატი გიორგი ანთაძე განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

დუმილის უფლებას ინარჩუნებს ვერცხლის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი დაკავებული ზაზა სიხარულიძე. როგორც ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც საქმის მასალები ჩაბარდება.

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

შეგახსენებთ, შსს-მ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით, ხუთი პირი დააკავეს.

მსგავსი