ადრიენ რაბიოს აგენტი „ბარსელონასთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს #1TVSPORT

09:56, 04.04.2021

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო, შესაძლოა, კარიერის გასაგრძელებლად „ბარსელონაში“ გადავიდეს.

გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, ტურინული კლები მზადაა განიხილოს უახლოეს ზაფხულს 26 წლის ფეხბურთელის გაყიდვის შესაძლებლობები. როგორც ირკვევა, ამ მომენტისთვის რაბიოს აგენტი „ბარსელონასთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ფრანგის მოქმედი კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

ამ სეზონში რაბიომ 35 ოფიციალურ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.

მსგავსი