ადრიენ რაბიომ თანაგუნდელთან იჩხუბა და „მარსელის“ პირველ გუნდს ჩამოაცილეს #1TVSPORT
ადრიენ რაბიომ თანაგუნდელთან იჩხუბა და „მარსელის“ პირველ გუნდს ჩამოაცილეს #1TVSPORT

ადრიენ რაბიო და ჯონათან როუ „მარსელის“ ძირითად შემადგენლობას ჩამოაშორეს.

ლიგა 1-ის პირველ ტურში „რენთან“ (0:1) წაგების შემდეგ მარსელური კლუბის გასახდელში ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა.

გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით, „მარსელის“ ხელმძღვანელობამ დისციპლინარული ზომები მიიღო რაბიოსა და როუს მიმართ – ისინი დროებით ჩამოაშორეს ძირითად გუნდთან ვარჯიშს.

რაბიოსა და როუს შორის გასახდელში კონფლიქტი წარმოიშვა და თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო გუნდის წევრების მხრიდან გაშველების მცდელობამ ვერ შეაჩერა სიტყვიერი დაპირისპირება და ურთიერთმუქარა. კლუბში ასეთი საქციელი მიუღებლად მიიჩნიეს და გადაწყვიტეს, ინციდენტი უპასუხოდ არ დაეტოვებინათ.

ასევე იტყობინებიან, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, რაბიოსა და როუს შეუძლიათ დანაშაული გამოისყიდონ, თუ გარკვეულ თანხას შესწირავენ „მარსელის“ საქველმოქმედო ფონდს.