ადრიენ რაბიო სათადარიგოთა სკამზე განუსაზღვრელი ვადით დასვეს | ფეხბურთელს გუნდის დატოვება სურს
ადრიენ რაბიო სათადარიგოთა სკამზე განუსაზღვრელი ვადით დასვეს | ფეხბურთელს გუნდის დატოვება სურს

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ანტერო ენრიკემ განაცხადა, რომ ადრიენ რაბიო საფრანგეთის ჩემპიონების შემადგენლობაში მანამ არ ითამაშებს, სანამ ახალ კონტრაქტს არ მოაწერს ხელს. რაბიომ, რომელმაც წლევანდელ ზაფხულს, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, უარი თქვა საფრანგეთის ნაკრების სარეზერვო გუნდის წევრობაზე და ეროვნული გუნდი დატოვა, ახლა პარი „სენ-ჟერმენიდან“ სხვაგან გადასვლას ცდილობს, თუმცა კლუბი მის ამ მცდელობებს ყველანაირად ეწინააღმდეგება.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზული გრანდი რაბიოს კიდევ ერთხელ, უკეთესი პირობებით შესთავაზებდა კონტრაქტს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მცდელობაც წარუმატებლად დასრულდა.

„ამ მომენტისთვის მოლაპარაკებები შეწყვეტილია“, – განაცხადა ანტერო ენრიკემ, – „კლუბმა ეს ჩემი და მოთამაშის ბოლო შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა. რაბიომ განმიცხადა, რომ არ სურს ახალი კონტრაქტის გაფორმება და წლის ბოლოს თავისუფალ აგენტად სურს სხვა გუნდში გადასვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენი გადაწყვეტილებაც საბოლოოა – რაბიო განუსაზღვრელი ვადით იჯდება სათადარიგოთა სკამზე“.