ადრიენ რაბიო კარიერას „მილანში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ადრიენ რაბიო კარიერას „მილანში“ გააგრძელებს #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი ადრიენ რაბიო „მილანში“ გადადის. იტალიურმა კლუბმა შეათანხმა „მარსელთან“ ფრანგის ტრანსფერი 10 მილიონ ევროდ, – წერს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

იტყობინებიან, რომ რაბიო „მილანთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ნახევარმცველის სამედიცინო შემოწმება ორშაბათს არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ „მარსელმა“ რაბიო ტრანსფერზე მას შემდეგ დააყენა, რაც ფეხბურთელმა ლიგა 1-ის მატჩის შემდეგ გასახდელში თანაგუნდელთან იჩხუბა.

გასულ სეზონში ნახევარმცველმა საფრანგეთის ჩემპიონატის 29 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.