ადრიანს „ლივერპულიდან“ წასვლა არ სურს
ადრიანს „ლივერპულიდან“ წასვლა არ სურს

„ლივერპულის“ მეკარე ადრიანი აცხადებს, რომ არ აპირებს ესპანეთში დაბრუნებას და „ბეტისში“ გადასვლას.

„კიდევ ბევრი წელი მაქვს გასატარებელი ფეხბურთში, „ლივერპულთან“ კი ჩემი კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ იწურება და შეთანხმების გაგრძელების ვარიანტიც არსებობს. მე აქ დარჩენა და ამ შესანიშნავი მომენტით სიამოვნების მიღება მსურს. გასულ წელს მქონდა „ბეტისში“ დაბრუნების შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ მოხდა და ახლა აწმყოთი მინდა ცხოვრება“, – მოჰყავს ადრიანის სიტყვები „დესმარკეს“.

33 წლის ადრიან სან მიგელ დე კასტილიო მერსისაიდულ კლუბში 2019 წელს „ვესტ ჰემიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან ინგლისის ჩემპიონატის 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ცხრა გოლი გაუშვა და ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.