ადრიანო გალიანი - ხელფასების შემცირება საკმარისი არ იქნება, ბევრი კლუბი გაკოტრდება
ადრიანო გალიანი - ხელფასების შემცირება საკმარისი არ იქნება, ბევრი კლუბი გაკოტრდება

„მილანის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ვარაუდობს, რომ უძლიერეს ევროპულ კლუბებს კორონავირუსის პანდემიის დროს გაკოტრება ემუქრებათ და რომ ხელფასების შემცირება საკმარისი არ იქნება.

„კლუბები კარგავენ შემოსავალს არა მხოლოდ ტელეუფლებებიდან, არამედ სტადიონებიდანაც. ბევრი ძლიერი კლუბი გაკოტრების წინაშე დგას. ხელფასების შემცირება საკმარისი არ იქნება. მხოლოდ „კამპ ნოუს“ ოფიციალური მაღაზიიდან „ბარსელონა“ 50 მილიონს ევროს იღებს. გარდა ამისა, უეფა უამრავ ფულს დაკარგავს ევროპის ჩემპიონატის გადატანის გამო. ეს პრობლემა ბევრს ბოლომდე არ ესმის“, – მოჰყავს გალიანის სიტყვები „ფუტბოლ იტალიას“.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატი, გარდა ბელარუსის პრემიერიგისა, განუსაზღვრელი ვადით არის შეჩერებული.