ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით ჯონ ბეილეინმა კლივლენდთან ხუთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით ჯონ ბეილეინმა კლივლენდთან ხუთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა

„ი ეს პი ენის“ (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ ჯონ ბეილეინი „კლივლენდ კავალიერსის“ ახალი მთავარი მწვრთნელია.

66 წლის სპეციალისტი მიჩიგანის კოლეჯის გუნდს 2007 წლიდან წვრთნის. 2013 და 2018 წლებში კი მან „სამურავებს“ ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. „ენ არბორში“ (Ann Arbor) გატარებული 12 სეზონის მანძილზე ბეილეინმა 278 მატჩის მოგება შეძლო, ხოლო 150-ში დამარცხდა.

ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით კლივლენდის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, სპეციალისტთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. იმ შემთხვევაში თუ ბეილეინი მართლაც დაინიშნა კავალიერსში, ეს მისთვის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი გამოცდილება იქნება. შეგახსენებთ, რომ 2018-19 წლების სეზონზე „კლივლენდმა“ მხოლოდ 19 შეხვედრა მოიგო და 63 მატჩში მარცხი იწვნია.