ადრენალინი არ მყოფნის - ზიდანმა განაცხადა, რომ მალე დაუბრუნდება სამწვრთნელო საქმეს #1TVSPORT
ადრენალინი არ მყოფნის - ზიდანმა განაცხადა, რომ მალე დაუბრუნდება სამწვრთნელო საქმეს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა აღიარა, რომ სურს სამწვრთნელო სამუშაოზე დაბრუნება.

„თუ შესვენების დრო მოვიდა, ე.ი. ის საჭიროა. უნდა მიიღო მომხდარი და შეხედო, რა იქნება შემდეგ. იმედია, მალე ისევ შევძლებ მწვრთნელობას.

ადრენალინი არ მყოფნის. ფეხბურთს გვერდიდან სულ სხვანაირად უყურებ. როცა ეს შენი გუნდია, გიწევს მისი გაწვრთნა და მატჩებისთვის მომზადება, ეს სულ სხვა რამეა. და მე ეს მჭირდება. ეს უკვე ორი წელია, არ მქონია, მაგრამ მალე იქნება“, – მოჰყავს ზიდანის სიტყვები ინტერნეტგამოცემა Téléfoot-ს.

ზიდანის ბოლო სამუშაო ადგილი მადრიდის „რეალი“ იყო, რომელიც 2021 წელს დატოვა.