აჟიოტაჟი ისევ დაიწყო - „კალჩომერკატო“ ამტკიცებს, რომ „მილანი“ კვარაცხელიას პროგრესს თვალს ადევნებს #1TVSPORT
აჟიოტაჟი ისევ დაიწყო - „კალჩომერკატო“ ამტკიცებს, რომ „მილანი“ კვარაცხელიას პროგრესს თვალს ადევნებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლო, კარიერა „მილანში“ გააგრძელოს, – ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.

„იტალიური კლუბი კვლავაც აკვირდება 20 წლის ქართველი თავდამსხმელის პროგრესს. ფეხბურთელს ყურადღებით ადევნებენ თვალს კლუბის დირექტორი პაოლო მალდინი და სპორტული დირექტორი ფრედერიკ მასარა.

– კვარაცხელია „მილანის“ სკაუტების სიაში გასული სეზონის განმავლობაში მოხვდა. „როსონიერი“ ფეხბურთელზე უფლებების შეძენის შესაძლებლობით დაინტერესდა, თუმცა ყაზანელებმა სავარაუდო ღირებულებად 18-20 მილიონი ევრო რომ დაასახელა, იტალიური გრანდი ფასმა შეაჩერა.

– 20 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „რუბინში“ 14 მატჩი ჩაატარა, გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. თუმცა, ფეხბურთელით ევროპული კლუბები არა მისი საკლუბო თამაშების, არამედ, ნაკრებში გამოსვლის შემდეგ დაინტერესდნენ. ეს ინფორმაციაც ხვიჩას შვედეთთან გატანილი დუბლის გამოძახილია“, – წერს იტალიური გამოცემა.

დატოვე კომენტარი