ადგილობრივი მედიის ცნობით, იურგენ კლოპი თანახმაა, გერმანიის ეროვნულ გუნდს სათავეში ჩაუდგეს #1TVSPORT

20:12, 03.07.2026

იურგენ კლოპი მზად არის, გერმანიის ეროვნულ ნაკრებს სათავეში ჩაუდგეს, – ინფორმაციას ადგილობრივი სპორტული მედია ავრცელებს.

ფეხბურთის ფედერაციამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ კლოპთან მოლაპარაკებას დაიწყებენ, რადგან მან უკვე გამოთქვა სურვილი, ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი გახდეს.

2024 წელს „ლივერპულიდან“ წამოსვლის შემდეგ იურგენ კლოპი „რედ ბულის“ სისტემაში მუშაობს. თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კი, ინგლისური გუნდის გარდა, მას დორტმუნდის „ბორუსიასა“ და „მაინცშიც“ უმუშავია.

რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, იულიან ნაგელსმანი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. გათავისუფლების მიზეზი ბუნდესნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან ადრეული გავარდნა გახდა, გუნდი ტურნირს მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე, პარაგვაისთან გამოეთიშა.

მსგავსი