ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე პასუხის 13 ვარიანტი შეიმუშავა
ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე პასუხის 13 ვარიანტი შეიმუშავა

ირანმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე პასუხის 13 ვარიანტი შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო „ფარსი“ ავრცელებს. როგორც ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი შამხანიმ განაცხადა, „ამ ვარიანტებიდან ყველზე მსუბუქიც კი აშშ-ისთვის შესაძლოა, ისტორიულ კოშმარად იქცეს“.

მისივე თქმით, „ამერიკელებმა იციან, რომ ისინი ირანის პასუხის წინაშე მოწყვლადები არიან. აშშ-ის ძალებს საკუთარი ნებით თუ არ სურთ რეგიონის დატოვება, მაშინ ჩვენ მათ ამას ვაიძულებთ“, – განაცხადა ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ელიტურ ქვედანაყოფ „ალ-ქუდსის“ მეთაურის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოხდა. ირანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს პასუხს გასცემს.