ადესანიამ უიტეკერი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა #1TVSPORT
ადესანიამ უიტეკერი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა #1TVSPORT

UFC 271-ის მთავარი ბრძოლა ისრაელ ადესანიასა და რობერტ უიტეკერს შორის გაიმართა.

სასწორზე საშუალო წონის დივიზიონის ჩემპიონის ტიტული იყო. ბრძოლა სრული ხუთი რაუნდი გაგრძელდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ისრაელ ადესანიამ ქულებით გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ადესანიამ ზედიზედ მეოთხედ მოახერხა ჩემპიონის ტიტულის დაცვა. ადესანია კი უიტეკერს მეორედ დაუპირისპირდა. პირველად ისინი ოქტაგონზე 2019 წელს შეხვდნენ ერთმანეთს და ორთაბრძოლა მაშინაც ადესანიას გამარჯვებით (ნოკაუტით) დასრულდა.