ადემოლა ლუკმენმა „ატალანტადან“ წასვლა მოითხოვა #1TVSPORT
ადემოლა ლუკმენმა „ატალანტადან“ წასვლა მოითხოვა #1TVSPORT

ადემოლა ლუკმენმა ბერგამოს „ატალანტადან“ წასვლა მოითხოვა, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერგამოელებმა უარი განაცხადეს „ინტერის“ პირველ შეთავაზებაზე, თუმცა თავად ლუკმენს „ნერაძურიში“ გადასვლა აქვს განზრახული.

მილანურმა გრანდმა თავდაპირველად 42 მილიონი ევრო და დამატებით 3 მილიონი ევრო ბონუსების სახით შესთავაზა „ატალანტას“, თუმცა კლუბმა ეს წინადადება არ მიიღო.

ადემოლა ლუკმენმა გასულ სეზონში სერია A-ში 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.