ადამსი – არსენალი უფრო დიდი კლუბია, ვიდრე იუვენტუსი

15:22, 07.03.2019

არსენალის ყოფილი ლეგენდა ტონი ადამსი მეთოფეების ნახევარმცველ აარონ რემზის ტურინში ტრანსფერს უარყოფითად გამოეხმაურა.

„ჩემს დროს არსენალი ბევრად ძლიერი იყო. განსხვავებული იყო ფეხბურთიც. რემზი ღირსია, გუნდიდან წასვლის შემდეგ უკან დაბრუნების უფლება წაერთვას. ყველაფერს რეალურად შევხედოთ, რატომ უნდა გადახვიდე იუვენტუსში, როცა არსენალი ბევრად უფრო დიდი კლუბია? მაგრამ, ყველა ასე არ ფიქრობს. ალბათ რემზის აზრით კარდიფიც უფრო დიდია, ვიდრე ლონდონური კლუბი“, – განაცხადა გაბრაზებულმა ადამსმა.

მსგავსი