ადამა ტრაორე - ახალგაზრდობაში რამდენჯერმე სცადეს ჩემი ჩათრევა ბანდიტურ დაჯგუფებაში
ადამა ტრაორე - ახალგაზრდობაში რამდენჯერმე სცადეს ჩემი ჩათრევა ბანდიტურ დაჯგუფებაში

ინგლისური „ვულვერჰემპტონის“ ფორვარდი ადამა ტრაორე ამბობს, რომ ახალგაზრდობაში ბანდიტურ დაჯგუფებებთან ჰქონია კავშირი. ბავშვობა ფეხბურთელმა ბარსელონის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ უბანში, ოსპიტალეტში გაატარა.

„არაერთხელ სცადეს ჩემი ჩათრევა ბანდიტურ დაჯგუფებაში, რადგან რომელიმე მათგანში ყოფნა საკმაოდ პოპულარული და პრესტიჟული იყო. თუმცა, მე და ჩემს ძმას სულ სხვანაირი მენტალიტეტი გვქონდა. ჩვენ ფეხბურთელობა გვინდოდა და დაჯგუფებების გაგონებაც კი არ გვსურდა. მაგრამ, ჩხუბებში თითქმის ყოველდღიურად ვმონაწილეობდით“, – ამბობს ტრაორე. – „ჩხუბები მინახავს როგორც კეტების, ასევე დანების, ბოთლების და სხვა ნივთების გამოყენებით“.

ადამა ტრაორე „ბარსელონას“ სისტემაში 2004 წელს მოხვდა, 2013-ში კი კატალონიელთა ძირითად შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა. 2015 წელს მან დატოვა „ბარსელონა“ და ინგლისში გადაბარგდა, სადაც ჯერ „ასტონ ვილას“, შემდეგ კი „მიდლსბოროს“ ღირსებას იცავდა. 2018 წლიდან „ვულვერჰემპტონში“ თამაშობს.

მას ასევე უთამაშია ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში, თუმცა ძირითად გუნდში არასდროს გამოუძახიათ.