ადამ კინზინგერი - ვაშინგტონის მერმა ამერიკელი გვარდიელები სასტუმროებიდან გააგდო
ადამ კინზინგერი - ვაშინგტონის მერმა ამერიკელი გვარდიელები სასტუმროებიდან გააგდო

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, ადამ კინზინგერის თქმით, ვაშინგტონის მერმა ამერიკელი გვარდიელები სასტუმროდან გააგდო. ამის შესახებ ის „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„იმ ადამიანების სასტუმროებიდან გაძევება, რომლებიც იუტას შტატიდან და სხვა ქალაქებიდან ჩამოფრინდნენ, რომ შენ დაგეხმარონ, მაშინ, როდესაც შენ აფთიაქების ძარცვის შესაჩერებლად არაფერს აკეთებ, სიგიჟეა“, -წერს „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი.

მანამდე გავრცელდა ვაშინგტონის მერის, მურიელ ბოუზერის წერილი, რომელშიც ის ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებს, გაიყვანოს დედაქალაქიდან ფედერალური სამართალდამცველები და ეროვნული გვარდია.

ვაშინგტონში ეროვნული გვარდია და სამხედროები მას შემდეგ შეიყვანეს, რაც თეთრ სახლთან გამართული დემონსტრაცია არეულობაში და პოლიციელებთან შეტაკებაში გადაიზარდა. კანონით, ვაშინგტონის ქუჩები ადგილობრივი პოლიციის, ხოლო თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია ფედერალურ იურისდიქციაშია.