ადამ კინზინგერი ნიკა მელიას დაკავებას წარმოუდგენლად სულელურ ნაბიჯად აფასებს

18:09, 23.02.2021

კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ტვიტერში“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას აზიარებს და აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას დაკავება წარმოუდგენლად სულელური ნაბიჯია.

„წარმოუდგენლად სულელური ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მიერ ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. სევდიანი დღე დემოკრატიისთვის საქართველოში“, – წერს კონგრესმენი.

მსგავსი