ადამ კინზინგერი – ელჩ დეგნანს სრულად ვენდობი საქართველოსთვის ამ რთულ დროში მანევრირებისას

23:39, 28.02.2020

კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ კონგრესმენი „ტვიტერში“ წერს.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ელჩ დეგნანთან. მას სრულად ვენდობი საქართველოსთვის ამ რთულ დროში მანევრირებისას, როდესაც მრავალი პარტია მუშაობს დემოკრატიის მისაღწევად“, – აღნიშნულია კონგრესმენის გვერდზე „ტვიტერში“.

მსგავსი