ადამ კინზინგერი - აშშ-ის კონგრესში საქართველო მნიშვნელოვანი წონით სარგებლობს
ადამ კინზინგერი - აშშ-ის კონგრესში საქართველო მნიშვნელოვანი წონით სარგებლობს

აშშ-ის კონგრესში საქართველო მნიშვნელოვანი წონით სარგებლობს, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა ქართველ ჟურნალისტებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.

კინზინგერს შეკითხვა დაუსვეს 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის წერილზე, რომელიც საქართველოსა და მმართველი პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.

ამერიკელმა კონგრესმენმა თქვა, რომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო ბევრ ანგარიშს და კანონს იღებს და ყველა კანონმდებელმა არ იცის ყველა მოხსენების შესახებ.

„კონგრესი იღებს უამრავს ანგარიშს, მოხსენებასა და კანონპროექტს. მსოფლიოში არის ბევრი ქვეყანა, სადაც ჩვენ დიდი ინტერესი გვაქვს და მათ შორისაა საქართველოს მსგავსად ბევრი მნიშვნელოვანი მოკავშირე. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა, 435-მა წევრმა ყველაფერი იცის დაუყოვნებლივ რაც ნებისმიერ დროს გამოდის. მე მესმის ამ საკითხის მნიშვნელობა. შეიძლება თუ არა, რომ სცოდნოდათ ამის შესახებ. მე უბრალოდ ვიტყვი, რომ ყველამ იცის, რას წარმოადგენს საქართველო და აშშ-ის კონგრესში საქართველო მნიშვნელოვანი წონით სარგებლობს, რაც კარგი რამაა“, – აღნიშნა ადამ კინზინგერმა.

დატოვე კომენტარი