ადა მარშანია - მოვითხოვთ, პრეზიდენტის ინსტიტუტმა და სტრუქტურამ ჩაატარონ არჩევნები
ადა მარშანია - მოვითხოვთ, პრეზიდენტის ინსტიტუტმა და სტრუქტურამ ჩაატარონ არჩევნები

თავისი ცინიკური ზრახვებისთვის მოსული ხელისუფლება უნდა წავიდეს, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ რესპუბლიკის მოედანზე.

„დღეს იწყება გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ნორმალურ მომავალზე. შვიდი წელია, ე.წ. მმართველი ძალა ატყუებს სრულიად საქართველოს. რაც ამათ იკადრეს გუშინწინ, ეს უკვე პიკია ცინიკური ტყუილებისა. თავისი ცინიკური ზრახვებისთვის მოსული ხელისუფლება უნდა წავიდეს.

ნდობა არის განულებული. ჩვენ მოვითხოვთ, პრეზიდენტის ინსტიტუტმა და სტრუქტურამ ჩაატარონ არჩევნები, რადგან ამათ საკუთრება ცესკო-ს არ ვენდობით და ამათ კომისიას არ ვენდობით არც ოლქებში და არც უბნებში“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქციის წევრები მსვლელობით ოპერისკენ ინაცვლებენ.