ადა მარშანია - მჯერა, რომ იმ ღამეს ბატონ გახარიას ბრძანება არ გაუცია, მაინცდამაინც რეზინის ტყვიები ესროლეთ ხალხს თავში, მით უმეტეს თვალი ამოთხარეთო
ადა მარშანია - მჯერა, რომ იმ ღამეს ბატონ გახარიას ბრძანება არ გაუცია, მაინცდამაინც რეზინის ტყვიები ესროლეთ ხალხს თავში, მით უმეტეს თვალი ამოთხარეთო

​მჯერა, რომ იმ ღამეს ბატონ გახარიას ბრძანება არ გაუცია, მაინცდმააინც რეზინის ტყვიები ესროლეთ ხალხს თავში, მით უმეტეს თვალი ამოთხარეთო, – განაცხადა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე დეპუტატმა ადა მარშანიამ, სადაც გიორგი გახარიასა და მთავრობის შემადგენლობას ხვდებიან.

„ბატონ მომავალ პრემიერ-მინისტრს ძალიან მწვავე და უხერხული, მაგრამ აუცილებელი შეკითხვა უნდა დავუსვა.

ბატონო გიორგი, ჩვენი თვალსაზრისით და შეფასებით, თქვენ ძალიან საინტერესო, საკმაოდ ქარიზმატული პიროვნება ბრძანდებით, მაგრამ ერთი რამ ჩვენ ძალიან გვაწუხებს და აუცილებლად უნდა გითხრათ. მე, პირადად, მწამს და მჯერა, რომ იმ ღამეს ბატონ გახარიას ბრძანება არ გაუცია, მაინცდამაინც ტყვიები რეზინის ესროლეთ ხალხს თავში, მით უმეტეს თვალი ამოთხარეთო.

​ჩვენ ეს გვწამს, რომ თქვენ ასეთ უგუნურ ბრძანებას არ გასცემდით. ამასობაში, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება არ არის ჯერ დამთავრებული, ძალიან რთულ დღეში ჩაგაგდეს თქვენ, რადგან ამ ფონზე თქვენი წარდგენა ამ მაღალ პოსტზე რაღაცნაირად ჩვენ არ გვესმის და უნდა გავაკრვიოთ ეს საკითხი აუცილებლად“, – აღნიშნა ადა მარშანიამ.

დატოვე კომენტარი