ადა მარშანია - მივიღებთ სურათს, როცა სოფელში ინტერნეტი გვექნება და წყალი არა
ადა მარშანია - მივიღებთ სურათს, როცა სოფელში ინტერნეტი გვექნება და წყალი არა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე ბიუჯეტიდან მეტი თანხა უნდა იხარჯებოდეს. მარშანიამ პარლამენტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მიმართა.

მარშანიას თქმით, წყალთან შედარებით, გზების მშენებლობაზე გაცილებით მეტი თანხები იხარჯება.

„შეუდარებელია ფინანსები, რომელთა დახარჯვა იგეგმება გზებზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია და კარგია. კარგია ელექტრონული სერვისის დანერგვა და ინტერნეტიზაცია, მაგრამ მივიღებთ სურათს, როცა სოფელში ინტერნეტი გვექნება და წყალი არა. ეს აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია“, – აღნიშნა მარშანიამ.

დეპუტატი საჩხერისა და რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის თემითაც დაინტერესდა.