ადა მარშანია - წინ ბევრი ბრძოლა გველოდება
ადა მარშანია - წინ ბევრი ბრძოლა გველოდება

ბესელია და მისი თანამოაზრეები გამოეყოფიან უმრავლესობას და მათთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ადა მარშანიამ ეკა ბესელიას მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.

„რასაკვირველია, მივესალმებით ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას. გვიხარია, რომ უკვე ჩვენი თანამებრძოლები არიან იმ გზაზე დამდგარნი, რასაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღება ჰქვია. ვხედავდით, რომ ისინი რთულ, მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც უმრავლესობაში იმყოფებოდნენ. მოვლენების ამდაგვარ განვითარებას ვვარაუდობდით და რაც მოსახდენი იყო, მოხდა.

წინ ბევრი ბრძოლა გველოდება. გვიხარია, რომ ჩვენი ძველი თანამებრძოლები გვიბრუნდებიან. ბესელია და მისი თანამოაზრეები გამოეყოფიან უმრავლესობას ცალკე ფრაქციით. კარგი და ბუნებრივი იქნება, რომ „პატრიოტებთან“ კოალიციაში იყონ. მე მგონია, ყველაფერი ამისკენ მიდის. მაგრამ კოალიციაზე საუბარი ნაადრევია. ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება, რადგანაც ერთნაირი მსოფლმხედველობა, იდეალები და მიზნები გვაქვს. ერთი ბრძოლა გვაკავშირებს, პოლიტიკური და ეს ყველაფერი ჯანსაღია, რაც ხდება“, – განაცხადა ადა მარშანიამ.