ადა ჰეგერბერგი 2019 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელდა
ადა ჰეგერბერგი 2019 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელდა

ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ თავდამსხმელი ადა ჰეგერბერგი ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ (BBC) 2019 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაასახელა (BBC Women’s Footballer of the Year 2019).

ჯილდოს მიღებამდე ოთხი დღის წინ, ადამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავის გუნდს თასის მოგებაში დაეხმარა.

„საოცარი შეგრძნებაა და ეს დღე არასოდეს დამავიწყდება“, – განაცხადა ჰეგერბერგმა.

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა. მეორე ადგილზე დანიის ნაკრებისა და „ვოლფსბურგის“ თავდამსხმელი პერნილ ჰარდერი გავიდა, მესამეზე კი ავსტრალიის ნაკრებისა და „ჩიკაგო რედ სტარსის“ ფორვარდი სემ კერი.