აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე დაკავებული ოთხი პირი დააჯარიმეს
აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე დაკავებული ოთხი პირი დააჯარიმეს

15 ნოემბერს აჭარის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ოთხი პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონდამრღვევად ცნო. გია ხალვაშს, რეზო ხარაზს, ბეგლარ ფუტკარაძესა და ალექსანდრე მილორავას მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 1500-1500-ლარიანი ჯარიმები დააკისრა.

დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, კერძოდ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედებოდათ ბრალი. სამართალდამცველების განცხადებით, აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობის პიკეტირება მოახდინეს, რაც დასჯადი ქმედებაა. თუმცა, ბრალდებულები დღეს უარყოფდნენ ამას და აცხადებდნენ, რომ შენობის პიკეტირება არ მოუხდენიათ. მათი თქმით, მხოლოდ ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტეს, თანამშრომლებს კი სხვა შესასვლელებიდან შეეძლოთ შესვლა.

დატოვე კომენტარი