აჭარაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
აჭარაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 385 გრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოკითხვის დროს, თ.მ-მ პოლიციას მის მიერ ბათუმში, სხვადასხვა მისამართზე გასაღების მიზნით დამალული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ მიუთითა. სამართალდამცველებმა აღნიშნული მისამართებიდან 21 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.