აჭარაში „მილანი“ და „იუვენტუსი“ გვესტუმრებიან - ლიუტუველები ატეიტის თასს ბათუმში ქართველებთან ერთად ჩაატარებენ  #1TVSPORT
აჭარაში „მილანი“ და „იუვენტუსი“ გვესტუმრებიან - ლიუტუველები ატეიტის თასს ბათუმში ქართველებთან ერთად ჩაატარებენ #1TVSPORT

მსოფლიო ფეხბურთის გრანდების – „მილანის“, „ინტერისა“ და „ბენფიკას“ ასაკობრივი გუნდები ბათუმში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალზე გვესტუმრებიან, რომელსაც ლიეტუველები ბათუმში ქართველებთან ერთად გაუწევენ ორგანიზებას – ინფორმაციას „ატეიტის თასის“ საორგანიზაციო კომიტეტი ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

ტურნირს ტრადიციულად ლიეტუვას რესპუბლიკის დედაქალაქი – ვილნიუსი მასპინძლობდა, მაგრამ წელს საქართველოშიც ჩატარდება.

„ატეიტის თასი“ 2022 წლის სეზონის ახალ თავგადასავალს იწყებს. ტურნირისთვის წელს ორი ლოკაცია გვექნება: ვილნიუსი, ლიეტუვა და ბათუმი. ახალგაზრდულ საფეხბურთო ტურნირებს წელიწადში ორჯერ (შემოდგომასა და გაზაფხულზე) გავმართავთ ულამაზეს ქვეყანაში, საქართველოს ქალაქ ბათუმში. საქართველო!“, – წერია „ატეიტის თასის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

ტურნირზე ძალიან ცნობილი ევროპული გრანდების აკადემიები გვესტუმრებიან – „მილანის“, „იუვენტუსის“, „ბენფიკას“, „ატალანტას“, „ესპანიოლის“, ასევე შვედური „ჰამარბიუს“, აზერბაიჯანული „სუმგაითისა“ და ყაზახური „ყაირატის“ ასაკობრივი გუნდები.

საქართველოს წარმოადგენენ ბათუმისა და თბილისის „დინამოების“, ასევე „სამტრედიას“, „გაგრას“, „ინტერის აკადემია-საქართველოს“, „საბურთალოს“ საფეხბურთო აკადემიის გუნდები.

ბათუმი 8-იდან 13-წლამდე ასაკის ბავშვებს უმასპინძლებს. 12-წლამდელთა ტურნირი 2-4 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ყველაზე ბოლოს, 23-25 სექტემბერს 9 და 8-წლამდელთა თამაშები.