აბურჯანიამ „ტვენტეში“ ითამაშა, ზივზივაძემ დებიუტი გოლით აღნიშნა (ვიდეო)

11:53, 04.08.2019
ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის პირველივე ტურში თავი გამოიჩინა და ახალ გუნდს 3 ქულა მოუტანა.
25 წლის ქართველი თავდამსხმელის გუნდმა „მეზოკოვეშდმა“ „ზალაეგერსეგს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთად-ერთი გოლი მე-20 წუთზე ზივზივაძემ გაიტანა, რომელმაც დასწრებაზე ითამაშა და მეტოქის კარი აიღო. ქართველი ფეხბურთელი „მეზოკოვეშდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ჰოლანდიის ერედივიზიეში კი გიორგი აბურჯანიამ ახალ გუნდში, „ტვენტეში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი „ეინდჰოვენთან“ (1:1) შეხვედრისას მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა. აბურჯანია მეორე ქართველია გოგა გახოკიძის შემდგე, რომელმაც „ტვენტეში“ ითამაშა.

მსგავსი