აბურჯანიამ ხუთ წუთში თამაშის ბედი გადაწყვიტა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი აბურჯანიამ პორტუგალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში მხოლოდ 5 წუთი ითამაშა, მაგრამ „ჟილ ვისენტეს“ მოგებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

პრიმეირა ლიგაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდი „ჟილ ვისენტეს“ გასვლაზე „პაკოშ ფერეირას“ ესტუმრა და შეხვედრა ფაქტობრივად, დასრულებული იყო, როდესაც აბურჯანია მოედანზე შევიდა – ეს შეხვედრის 90-ე წუთზე მოხდა, ანგარიში კი 0:0 იყო.

ზუსტად ხუთ წუთში, მსაჯის საფინალო სასტვენისთვის რომ ემზადებოდა, 27 წლის ქართველმა ბურთი მიიღო და ერთი შეხებით ბურთი საჯარიმოში შევარდნილ თანაგუნდელ ანტუან ლეოტის გააყოლა, მან კი ზუსტად დაარტყა და სტუმრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

აბურჯანიას „ჟილ ვისენტეს“ მწვრთნელი დიდად არ ენდობა, განვლილ 14 ტურში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა, მათგან 8 შეცვლაზე და მისთვის თითოეული ასეთი შეხვედრა ბევრს ნიშნავს. სულ 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პორტუგალიის ჩემპიონატში 9 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა. „ჟილ ვისენტემ“ 14 ტურის შემდეგ 20 ქულა დააგროვა და ამ მოგებით მე-6 ადგილზე დაწინაურდა.